იმ ვითარებაში, როდესაც ფაქტობრივად, ქრება საქართველოს პრეზიდენტისა და უმაღლესი მთავარსარდლის თანამდებობები, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს უფრო პროგრესული და პროპორციული ფორმით, მაგრამ ამავე დროს გაურკვეველი საარჩევნო სისტემით ავირჩევთ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ჩვენი აზრები და იდეები უფრო ძალიან აქტიურად მივაწოდოთ კომისიას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმში განაცხადა, სადაც ის კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში სტუდენტებს შეხვდა .როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ - ეს სიტყვები, ეს ლოზუნგი, ეს მოწოდება დღეს კიდევ უფრო აქტუალურად ჟღერს. ასევე აღნიშნა, უკვე არის შესაძლებლობა, რომ გავეცნოთ კონსტიტუციის პროექტს.