საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. გიორგი მარგველაშვილმა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ძმათა სასაფლაოზე პოლიტიკოსები და დაღუპულთა ახლობლები დილიდან ადიან.