"სარაგოსამ" 24 წლის ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი სეზონის ბოლომდე იჯარით "რასინგში" გაუშვა. სანტანდერული გუნდი სეგუნდა დივიზიონში ბოლოსწინა ადგილზეა. 16 იანვარს "რასინგი" ლა კორუნიაში აუტსაიდერ "დეპორტივოს" შეხვდება და ალბათ, ახალ გუნდში გიორგის დებიუტი შედგება. პაპუნაშვილი "სარაგოსაში" 2017 წელს თბილისის "დინამოდან" გადავიდა, ამ სეზონში ჩემპიონატში 11 მატჩში გოლი არ გაუტანია, თასზე კი ორივე შეხვედრაში შეძლო თავის გამოჩენა.