"მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამანშავედ ცნო და მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მოსამართლემ რურუა წარდგენილ ორივე ბრალდებაში გაამტყუნა. სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ რურუას მხრადამჭერები და თანამოაზრეები. ისინი აცხადებენ, რომ მოსამართლემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა და გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილის ადვოკატი.