გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა გუშინდელ სხდომაზე წარმოთქვა. საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, შეუძლებელია, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენის გარდა, სხვა გადაწყვეტილება გამოაცხადოს.
ყაზარაშვილი ასევე გამოეხმაურა ადვოკატების კომენტარებს და აღნიშნა, რომ ბრალდების მხარეს ადვოკატები ეცოდებოდა, ვინაიდან მათ სასამართლო პროცესზე სათქმელი არაფერი ჰქონდათ, საჯაროდ კი, ბრალდებულების ოჯახის წევრების გასაგონად საუბრობენ.
შეგახსენებთ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს ედავებიან.