მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 6 არასრულწლოვანის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. ასევე უნდა გადაიხედოს ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა გაუქმდეს და ისინი უნდა გათავისუფლდნენ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ დაკავებულები გამოძიებასთან თანამშრომლობენ და არ არსებობს როგორც მიმალვის, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხეები.