ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჩვენებას კონსტანტინე ღიბრაძე მისცემს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ღიბრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის სასამართლოს მიაწვდის იმ ინფორმაციას, რაც მისთვის ცნობილია. საპირისპირო მოსაზრება აქვს გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვნის ზ.ხ-ს ადვოკატს. გიორგი გელხაური აცხადებს, რომ მოწმე კოკო ღიბრაძე ბრალდებულებისთვის ბრალის დამადასტურებელ ინფორმაციას არ ფლობს.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობას არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს, და 2 არასრულწლოვანს ედავებიან.