ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ჩეხეთში "ნიმბურკი" 78:68 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა 22 წუთში 15 ქულა 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 17 ქულით მატჩის ბომბარდირი ტენერიფელთა ფრანგი ლეგიონერი ლაჰაუ კონატე გახდა, მისმა მარგი ქმედების კოეფიციენტმა 28 შეადგინა და საუკეთესო მოთამაშეც ის გახლდათ. "იბეროსტარი" 4 მოგებით ლიდერია და 13 ნოემბერს "გაზიანთეპს" უმასპინძლებს.