ლიგა ენდესას მე-10 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარმა" ტენერიფეში "ბეტისი" 94:89 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი, დასკვნითი პერიოდის წინ სტუმრები მატჩს 9 ქულით იგებდნენ, თუმცა მასპინძლებმა დაქაჩვა და საბოლოოდ 5 ქულით მოგება შეძლეს. ქართველმა ცენტრმა საოცარი შეხვედრა ჩაატარა, შერმადინმა 32 წუთში 24 ქულა 11 მოხსნა 2 შედეგიანი გადაცმეა და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგის მარგი ქმედების კოეფიციენტი +35 გაუტოლდა, რაც ტურის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით "იბეროსტარ ტენერიფე" მომდევნო ტურს პირველ დეკემბერს "ბარსელონასთან" გამართავს.