ესპანეთის ლიგა ენდესას მე-11 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფე" "ბარსელონას" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 71:103 დამარცხდა. კატალონელთა უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე ნათელი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მეოთხე პერიოდში გამოიკვეთა, რომელიც „ბარსამ“ 20 ქულის სხვაობით, 28:8 მოიგო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა რა დროშიც მხოლოდ 8 ქულა 9 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 12-ს გაუტოლდა, რაც თანაგუნდელთა შორის მეორე მაჩვენებელი აღმოჩნდა. „იბეროსტარ ტენერიფეს“ 6 გამარჯვების საპირისპიროდ 5 მარცხი აქვს და მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 7 დეკემბერს, „მურსიას“ უმასპინძლებს.