GEM FEST-ის ორგანიზატორის შეფასებით, ფესტივალთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებში ტურიზმის ადმინისტრაცია არაფერ შუაშია. გიორგი სიგუას თქმით, GEM FEST-ს სახელმწიფო სტრუქტურებიდან "ერთი თეთრი არ მიუღია".
"რამდენიმე არტისტს გადაუხადა სახელმწიფომ ფული ფესტივალზე გამოსასვლელად. ტურიზმის დეპარტამენტი არაფერ შუაშია. ბევრი ერთმანეთთან დაუკავშირებელი ამბის ერთმანეთთან დაკავშირება ხდება", - განაცხადა სიგუამ. მისი თქმით, იგი საქართველოში ორ დღეში დაბრუნდება, რის შემდეგაც პრესკონფერენციას გამართავს.