საქართველოს ნაკრების გამოცდილი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ბოლოს ყატარის "ალ შამალის" ღირსებას იცავდა, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ცინცაძე ტრავმირებული იყო და სარეაბილიტაციო კურსს ამთავრებს. შემდეგ კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ნაკრების განკარგულებაში გადავა.