„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილასა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კორონავირუსის გამოყენებით ხალხის დაშინებაში ადანაშაულებს. როგორც ვაშაძე აცხადებს, მმართველ გუნდში მოლოდინი აქვთ რომ შეშინებული მოსახლეობა არცევნებზე აღარ მივა. მისივე თქმით, „ხელისუფლება არჩევნებზე მანიპულაციისთვის ორ ყველაზე ცუდ იარაღს იყენებს: პირველი, კორონავირუსით ხალხის დაშინება და მეორე, პირდაპირი მოსყიდვა.