"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ კოლეგას, რომ აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთში მაჟორიტარული თვალსაზრისით. როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ეს განსაკუთრებით აუცილებელია თბილისში რათა ოპოზიციას ერთიანი მაჟორიტარები ყავდეს მისივე განმარტებით, რეგიონებში საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე შესაძლოა რამდენიმე ოპოზიციური კანდიდატის წარდგენაც იყოს უკეთესი, თუმცა პირველ ეტაპად თბილისთან დაკავშირებით ოპოზიციური კონსოლიდაციის ჩამოყალიბება მიიჩნევა.