გიორგი ვაშაძე - საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მივცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ - Palitra News

გიორგი ვაშაძე - საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მივცეთ, კარგად უნდა მოვემზადოთ

2021-03-19 14:46:57+04:00

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ საპროტესტო აქციებს სხვა ფორმა უნდა მისცეს და კარგად მოემზადოს. მისი თქმით, ოპოზიციას ბევრი მოსაზრება აქვს და აქცია ახალი ფორმატით უნდა ჩატარდეს, რადგან ერთი და იგივე "მოყირჭებული თემები" აღარ იყოს.

რაც შეეხება ხვალ, პარლამენტთან დაგეგმილ აქციას, ვაშაძე ამბობს, რომ ამის მომხრე არაა და ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს სამოქმედო გეგმას განიხილავენ.

გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ვადა მარტის ბოლომდეა და ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.