"როგორც ჩანს, კიდევ უფრო მეტ საქმეს ამზადებენ სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებასთან დაკავშირებით" - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და აღნიშნა, რომ შესაძლებელია, დავით კირკიტაძის შემდეგ ოპოზიციის სხვა ლიდერებიც დააკავონ. გაერთიანებულ ოპოზიციაში დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან იმართება შეხვედრები, რომლებსაც მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას მიაწოდებენ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ პროვოკაცია მოაწყო იმისთვის, რომ ოპოზიციური ლიდერები ჩასვან ციხეში.