გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ქაშუეთის ტაძარში წირვა აღევლინება. ქაშუეთის ტაძარში წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აღავლენს. ქაშუეთის ტაძარში წირვას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრება. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.