"რუსთავი 2"-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გირაოს გადახდაზე უარი ოფიციალურად თქვა. იგი პროკურატურაშიც იმყოფებოდა. მისი განცხადებით, თუ გირაოს გადაუხდელობის გამო მას პასუხისმგებლობას დაუმძიმებენ, ამას გვარამია დაემორჩილება. მისივე თქმით, პროკურატურაში გირაოს უნიკალური კოდის გადაცემის პროცედურისთვის დაიბარეს. გვარამია აცხადებს, რომ ეს კოდი არ იცის და თუ ვინმემ გირაოს ანგარიშზე თანხა შეიტანა, ეს მხოლოდ პროკურატურის დამსახურება იქნება. ნიკა გვარამიას აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო აქვს შეფარდებული. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა. იგი მოითხოვდა მის მიმართ აღმკვეთი ღონისძიება არ ყოფილიყო გამოყენებული.