„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიის სხვა ლიდერებს „გირჩის“ რესურსების გადანაწილებას და გაყოფას სთავაზობს. ამის შესახებ ჯაფარიძე „ფეისბუქის“ დახურულ ჯგუფში წერს. თანაპარტიელებთან გამიჯვნის გადაწყვეტილების შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა. "ერთი მხრივ ჩემი, ხოლო მეორე მხრივ იაგოს, ვახოს და სანდროს გზები გაიყო. აღარ ვაპირებ მათთან ერთად „გირჩის“ კეთებას", - წერს ჯაფარიძე. მოგვიანებით კი, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.