"ევროპული საქართველოს" წევრი გივი თარგამაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტს კორუფციულ საქმიანობაში ადანაშაულებს. როგორც გივი თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება. "ევროპული საქართველოს" წევრი კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს.