13:44
26 ოქტომბერი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
მკურნალი
გლაუკომის სამკურნალოდ კონტაქტური ლინზები
12-05-2017

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლის ოფთალმოლოგებმა გლაუკომის სამკურნალო კონტაქტური ლინზები შექმნეს. ლინზების მფარავი გარსი შეიცავს გლაუკომის საწინააღმდეგო შენელებული მოქმედების პრეპარატ ლათანოპროსტს.

ლინზებმა უკვე გაიარეს ცხოველებზე გამოცდა და მკვლევარები ახლა პაციენტებთან მათი კლინიკური გამოცდისთვის ემზადებიან. ცხოველებზე ლინზების გამოცდა-შესწავლა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. მაიმუნების ორგანიზმში პრეპარატი ეტაპობრივად შეჰყავდათ, დოზისა და შეყვანის ფორმის ეტაპობრივი მონაცვლეობით. საყურადღებოა, რომ საცდელ მაიმუნებს ხელოვნურად ინდუცირებული გლაუკომა აღენიშნებოდათ, დაავადების არსებობა კი მათთან თვალის შიდა წნევის კონტროლით  დასტურდებოდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები