გლდანში გამვლელის მიერ დაჭრილი 16 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს კიდევ ერთი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. მედიკოსები ამ ეტპაზე ვერ საუბრობენ ოპერაციის შედეგბსა და მასშტაბებზე.
შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიმდებარე ტერიტორიაზე არასრულწლოვანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი გამვლელმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა მამაკაცმა დაჭრა. აღნიშნული მამაკაცი სამართალდამცავებმა ადგილზევე დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.