ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი სათამაშო დღე შედგა. გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსმა სახლში შარლოტ ჰორნეტსი მიიღო და ძალიან მარტივად 107-85 მოუგო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე მხოლოდ 8 წუთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 2 ქულით, 1 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით და 2 დაფარებით დაეხმარა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აარონ ჰოლიდეი დასახელდა, რომელმაც 21 წუთში 23 ქულა 6 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა ინდიანას ძირითად ცენტრს, მაილს ტერნერს, რომელმაც 14 ქულას, და 10 მოხსნას, 2 შედეგიანი გადაცემა და 5 დაფარება დაუმატა. ინდიანა 27 ტურის შემდეგ 18 მოგებით და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციას იკავებს. ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას სახლში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან გამართავენ.
თავის მხრივ ლეიკერსმაც მოიგო. ლოს ანჯელესური კლუბი აღმოსავლეთ კონფერენციაში გასვლით მატჩებს ატარებს. ამჯერად მათ ატლანტა ჰოუკსმა უმასპინძლა და შეხვედრა ლეიკერების საკმაოდ რთული გამარჯვებით 101-96 დასრულდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ლებრონ ჯეიმსი დასახელდა, რომელმაც 32 ქულა 13 მოხსნა და 7 მოხსნა და 3 დაფარება მოაგროვა. კარგი იყო ენტონი დევისიც, რომელმაც 27 ქულასთან ერთად გუნდს 13 მოხსნა 3 პასი და 2 დაფარება შესძინა. ლეიკერსი 24 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციის ლიდერია.