გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსი" სტუმრად "იუტას" დაუპირისპირდა და დასავლეთ კონფერენციის მესამეადგილოსანთან დიდი სხვაობით ანგარიშით 88:118 დამარცხდა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 10:12 წუთი გაატარა და ამ ხნის განმავლობაში 5 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. ეხვედრაში ყველაზე მეტი 25 ქულა დონოვან მიტჩელმა მოაგროვა, გამორჩეული იყო რუდი გობერის სტატისტიკა, რომელმაც 20 ქულა და 14 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. "ინდიანას" ამჟამად 28 მოგება და 16 მარცხი აქვს. ამ წაგების შემდეგ "პეისერსი" აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე დაქვეითდა - მას "ფილადელფიამ" გადაუსწრო. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 23 იანვარს სტუმრად "ფინიქსთან" ჩვენი დროით 06:00 საათზე გამართავს.