ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს, ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, დღეს გამოკითხავენ. თოფაძის ადვოკატის გიორგი ანთაძის განცხადებით
ლევან თოფაძეს სავარაუდოდ, სახლში გამოკითხავენ, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, არასახარბიელო. „თუ რა სახის ინფორმაციას მიაწვდის ლევან თოფაძე გამოძიებას, ამის თაობაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც გამოიკითხება“, - განაცხადა ადვოკატმა. შეგახსენებთ თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე 2 აგვისტოს დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ - მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც. ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.