საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ გოკა გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს ტრიბუნის მიკროფონი „დააბოქლომა“. თუმცა, ბოქლომი აპარატის თანამშრომლებმა მალევე აიღეს.მისი თქმით, ამის მიზანი იყო, ენახათ პასუხისმგებლობის ის ნიშანი, რომელიც შექმნა საპროტესტო მოძრაობამ.„დაბოქლომდება ყველაფერი. „დაბოქლომდება“ ამათი, როგორც ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირება", - აღნიშნა გაბაშვილმა.