2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოება სტუმრების, წითელი ხალიჩისა და სრულიად პომპეზურობის გარეშე გაიმართა. დაჯილდოებაზე გამარჯვებულები ისტორიაში პირველად ტვიტერის საშუალებით დასახელდნენ.
ასოციაციამ უხერხულობის აცილება სცადა, რადგან ცნობილი ვარსკვლავების უმეტესობა შესაძლოა არ მოსულიყო ცერემონიაზე.
შარშანდელი დაჯილდოების შემდეგ ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია, მედიამ და ჰოლივუდის ვარსკვლავებმა გააკრიტიკეს. მათი თქმით ასოციაციის რიგები ასაკოვანი თეთრი კაცებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ჯილდოების გაცემისას რასობრივი და გენდერული სტერეოტიპებით ხელმძღვანელობენ. მოგვიანებით, იგივე მიზეზით, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ტრანსლაციაზე უარი თქვა სატელევიზიო არხმა NBC-მ.
ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია ჟურნალისტებითა და ფოტოგრაფებით დაკომპლექტებული არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც 1943 წელს შეიქმნა.
1944 წლიდან ოქროს გლობუსის ყოველწლიურ დაჯილდოებას ლოს-ანჯელესში ტარდება, სადაც ავლენენ საუკეთესო კინოფილმებსა და ტელესერიალებს.