გონიოში მიწის მესაკუთრეები ბათუმის მერიასთან აქციას მართავენ. შეკრებილები უწყებას მოუწოდებენ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს, მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში არ გაასაჩივრონ. მათივე ინფორმაციით, საქმის გასაჩივრებისათვის უწყებას ერთი კვირა დარჩა. აქციის მონაწილეები ბათუმის მერიას მიმართავენ, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციების გამართვას თბილისში გეგმავენ.