ამერიკული კორპორაცია Google მომდევნო წლების განმავლობაში აპირებს 4 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ინდურ კომპანიაში Jio Platforms, რომლის საბოლოო მიზანია ბიუჯეტური სმარტფონების შექმნა ინდოეთის დაბალშემოსავლიანი ფენისთვის. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა.
მისივე თქმით, მათ უკვე გააფორმეს ხელშეკრულება Jio Platforms-თან, რათა შექმნან დაბალფასიანი სმარტფონი Android-ის ოპერაციულ სისტემაზე.მანამდე კი, მიმდინარე კვირის დასაწყისში მინისტრმა განაცხადა, რომ ინდოეთში შეიქმნება 10 მილიარდ დოლარიანი ფონდი, რომელიც ქვეყნის გაციფრულებას უნდა მოხმარდეს. ინვესტიციები კონკრეტული მიმართულებების განვითარებას მოხმარდება. მათ შორის საუბარია, ინფორმაციაზე წვდომაზე ინდოეთის ყველა მცხოვრებისთვის, ასევე ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა.