კომპანია Google-მა მის აპლიკაციაში Google Maps-ი ახალი ფუნქცია დანერგა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნახოს თუ რა დონეზეა ქალაქში ემისიების მაჩვენებელი.ფუნქცია ეყრდნობა საჯარო ინფორმაციას, რომელიც ქალაქებს ოფიციალურად აქვთ გავრცელებული. აპლიკაციის დამატებითი ფუნქცია მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას ემისიების 4 კატეგორიაზე. ესენია: სამშენებლო, სატრანსპორტო, ძირითადი ემისიები და მზის პოტენციალი. ახალი ფუნქცია ამ ეტაპზე ამერიკასა და ევროპის მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია ხელმისაწვდომი. კომპანია მომდევნო კვირების განმავლობაში, სხვა ქალაქების შესახებაც გეგმავს ინფორმაციის დამატებას.