2020 წლის ზაფხულიდან Google-ს პლატფორმებზე რეკლამის დამკვეთების მითითება სავალდებულო გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია საკუთარ ბლოგზე აქვეყნებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რეკლამის დამკეთებმა საკუთარი ვინაობა უნდა გაასაჯაროვონ, ასევე მიუთითონ რომელ ქვეყანაში მუშაობენ.
ასეთი მოთხოვნები კომპანიამ 2018 წელს შემოიტანა და მაშინ ეს მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს ეხებოდა. ახალი გადაწყვეტილებით, ეს სტანდარტი ნებისმიერ რეკლამაზე ვრცელდება.
როგორც Google-ში აღნიშნავენ, ახალი წესები ხელს შეუწყობს იმას, რომ „მომხმარებელმა უკეთესი გადაწყვეტილება მიიღოს". ასევე, ამით ხელი შეეშლებათ ისეთ დამკვეთებს, რომლებიც თავს სხვა ადამიანებად ასაღებდნენ.