14:20
15 ივლისი, 2020, ოთხშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
Google შესაძლოა, 5 მილიარდი დოლარით დააჯარიმონ
04-06-2020

სან ხოსეს ფედერალურ სასამართლოში შეტანილი სარჩელი, კომპანია Google-ს 5 მილიარდი დოლარით დაჯარიმებას მოითხოვს. სარჩელში ლაპარაკია იმაზე, რომ ინტერნეტში ძებნაზე ორიენტირებული კომპანია, მილიონობით მომხმარებლის პირად ცხოვრებაში იჭრება, რისთვისაც პრივატულ რეჟიმში მომუშავე ბრაუზერებს იყენებს.

სარჩელი ირწმუნება, რომ Google მონაცემების შესაგროვებლად, „გუგლ ანალიტიკსის“, „გუგლ ად მენეჯერის“, ასევე აპლიკაციების და ვებ-გვერდების ჩანართების, სმარტფონის აპლიკაციების მეშვეობით აგროვებს. და ამისთვის სულაც არაა საჭირო, რომ მომხმარებელი Google-ს მიერ მხარდაჭერილ რეკლამებში შედიოდეს.

სარჩელში ასევე ლაპარაკია იმაზე, რომ უხილავი რეჟიმით 2016 წლის ივნისიდან მილიონობით მომხმარებელმა ისარგებლა. თითოეული მომხმარებლის კერძო უფლებათა დარღვევისთვის კი, ჯარიმის სახით, პირობითად სულ მცირე, 5 ათასი დოლარია მოთხოვნილი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები