რა თქმა უნდა, ცნობილი პერსონაჟი - კინგ-კონგი სინამდვილეში არასდროს არსებობობდა, თუმცა, მისი პროტოტიპი - უზარმაზარი გორილა, მართლაც აფრიკის მკვიდრი მოსახლეა, პრიმატთა შორის გიგანტად ითვლება, აგებულებითა და ჩვევებით კი, შიმპანზესა და ორანგუტანთან ერთად, ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანს. ზოგადად, გორილა ორ ჯგუფად იყოფა. პრიმატს, რომელიც გაბონის, კამერუნისა და კონგოს ტენიან დაბლობში, ეკვატორიალურ ტყეებში ცხოვრობს დაბლობის გორილა ეწოდება. აფრიკის ცენტრალურ რაიონებსა და ვირუნგას მთის მასივებში დაბინავებული ცხოველი კი, მთის გორილას სახელით სარგებლობს და დაბლობის თანამოძმისგან მხოლოდ გრძელი ბეწვით განასხვავდება შედარებით ცივ კლიმატურ პირობებში სითბოს შესანარჩუნებლად.