გორში ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის აკადემიის რექტორმა მიმართეს. ღონისძიება 1919-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას მიეძღვნა, რომლებიც თავდადების, ღირსებისა და პროფესიული მოვალეობისადმი ერთგულების სიმბოლოს წარმოადგენენ. ბრძოლაში სხვადასხვა დროს ქართველ იუნკერთა სამხედრო სკოლის იუნკრები მონაწილეობდნენ. დაღუპულ გმირებს შორის, დანარჩენ გმირებთან ერთად 22 წლის იუნკერი შალვა ერისთავი და ბრძოლაში მოხალისედ წასული პოეტ კონსტანტინე მაყაშვილის 20 წლის ქალიშვილი, მარო მაყაშვილი იყო.