გორის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 17 წლის გოგონა, რომელიც გუშინ გაუჩინარდა, იპოვეს.როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, 17 წლის გოგონა ნაპოვნია და ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა).ოჯახის ვერსიით, გოგონა, სავარაუდოდ, ცოლად მოყვანის მიზნით იყო მოტაცებული.