გორის რაიონის სოფელ სობისის განაპირას, დღეს დილიდან შეიარაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ. აღნიშნულმა პირებმა სობისში მცხოვრები შალვა ჩილინდრიშვილის კუთვნილი ქერის მოსავლის აღება დაიწყეს.შეიარაღებულმა პირებმა ჩილინდრიშვილს განუცხადეს, რომ მისი სახნავ-სათესი ფართობი "საქართველოს ტერიტორიაზე არ მდებარეობს".