გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში, ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულ 32 წლის ირაკლი დეკანოიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რასაც ბრალდების მხარე ითხოვდა. ამის საფუძვლად პროკურორი მიხეილ ბერიაშვილი რამდენიმე გარემოებას ასახელებდა, კერძოდ, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულს, აღნიშნული დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიმალვას და მოწმეებზე შესაძლო ზეწოლის საფრთხეს, ბრალდებულის წარსულში ნასამართლეობის ფაქტს.
ადვოკატები ბრალდების მხარის პოზიციას პატიმრობის შუამდგომლობაზე დაეთანხმნენ, თუმცა, 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებას არ იზიარებენ. ასევე, აცხადებდნენ, რომ წარსული ნასამართლეობა ბრალდებულს გაქარწყლებული აქვს და ეს ფაქტი დამამძიმებელ გარემოებად არ უნდა განიხილოს.
თავად დეკანოიძეც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს და აცხადებს, რომ მეუღლის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა.
წინა სასამართლო სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში 6 დეკემბერს ჩაინიშნა.
შეგახსენებთ, მკვლელობა ხაშურში 11 ოქტომბერს მოხდა. გამოძიების ინფორმაციით ირაკლი დეკანოიძემ ყოფილი მეუღლის სამუშაო ადგილზე ჯერ ხელყუმბარა შეაგდო, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნა და ბლაგვი სახით დაზიანებები მიაყანა. ქალი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.