გორის შესასვლელთან შეკრებილ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი მივიდნენ. ლევან დავითაშვილმა აქციის მონაწილეებს გორის კულტურის ცენტრის დარბაზში შეხვედრა შესთავაზა. შეკრებილების განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლებს დასეტყვილი სოფლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას კიდევთ ერთხელ მიაწვდიან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, პროტესტის სხვა ზომების გამოყენებას შეეცდებიან. სეტყვის შედეგად ორი დღის წინ გორის მუნიციპალიტეტის ოცზე მეტი სოფელი დაზარალდა. მოსახლეობის განცხადებით, სოფლების ნაწილში მოსავლის თითქმის 100% განადგურებული.