გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის შედეგად დაზარალებული სოფლების მოსახლეობასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. დაზარალებულთა ნაწილმა სოფლის მეურნეობის მინისტრისა და შიდა ქართლის გუბერნატორის წინადადება აგროსესხების გადავადების შუამდგომლობაზე სტიქიის ზარალის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ ზომებზე მსჯელობა არასაკმარისად ჩათვალა და პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვა. დაზარალებულთა განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტში სეტყვამ 20-ზე მეტი სოფელი დააზარალა, განადგურდა მოსავლის უდიდესი ნაწილი, ხესლიუფლების მიერ შეთავაზებული შუამდგომლობა კი, მხოლოდ სასოფლო- სამეურნეო სესხების გადავადებას უკავშირდება.