გორის ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში მყოფ პოლიციელებსა და "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მონაწილეები შენობაში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ბიუროში შეღწევას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციელები აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს და განუმარტეს, რომ ტრანსფარანტებითა და მანიფესტაციისთვის საჭირო სხვა ატრიბუტიკით ადმინისტრაციულ შენობაში შესვლისა და აქციის გამართვის უფლება არ აქვთ.
"ნაციონალური მოძრაობის" შიდა ქართლის ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის წევრები გორის მაჟორიტარი დეპუტატების, იოსებ მაკრახიძის და თემურ ხუბულურის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის საფუძველზეც მათ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ კენჭისყრაში არ მიიღეს.