თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 11 დაშავებული კლინიკა გორმედიში გადაიყვანეს. მათგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გვიან ღამით ერთ-ერთი დაშავებული თბილისში, „ჯერარსის“ კლინიკაში გადმოიყვანეს.
გორში, კლინიკა „გორმედთან“ იმყოფოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსით, რომელიც ავარიაში მოყვა, „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე ჩამოსული მოქალაქეები თბილისიდან სამეგრელოში ბრუნდებოდნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.