გორში სავარაუდოდ, H1N1 ტიპის ვირუსით, 39 წლის ქალბატონი გარდაიცვალა. სოფელ თორტიზაში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი, გორის კლინიკურ საავადმყოფოში გვიან ღამით, გრიპის სიმპტომებით მიიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გართულებული მდგომარეობის გამო, პაციენტი საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე საათში გარდაიცვალა. ექიმების თქმით, ქალბატონმა სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით მიმართა. შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში ეს H1N1 ტიპის ვირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.