გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო პროცესი მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და დამატებითი ცოცხალი ძალა. ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.