თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე „ნისანის” მარკის ჯიპი ტრაილერს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის დეპარტამენტისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შემთხვევის ადგილზე შესაბამისი მოქმედებები დაიწყეს.
ავარიის გამო ავტობანის აღნიშნულ მონაკვეთზე დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა. საპატრულო პოლიციამ ავტობანზე მოძრავ მძღოლებს შემოვლითი გზით სარგებლობისკენ მოუწოდა.