თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.
თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს თბილისში გამართული აქციის მონაწილეები სამეგრელოს მიმართულებით გადაჰყავდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანეს. დაშავებულთაგან რამდენიმე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.