მეტროსადგურ გოცირიძის რეკონსტრუქციის მიზნით მეორედ გამოცხადებული ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სამუშაოები მათ შორის ბაქნის გადახურვასაც გულისხმობდა.კერძოდ, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ მეტროსადგურის რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტის სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერი ახლიდან 6 სექტემბერს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 27 სექტემბერს დასრულდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 2 მილიონ 425 ათას 500 ლარი იყო.თუმცა, როგორც სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ტენდერში მონაწილეობა მიიღო უცხოური საწარმოს ფილიალმა „ფერლით-ჯორჯიამ“, რომელსაც ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. შესაბამისად, ტენდერი არ შედგა. შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით 1-ლი ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება მაშინ 2 მილიონ 45 ათას 650 ლარი იყო. თუმცა, ტენდერი მაშინაც არ შედგა.