ფლამინგო, რომელმაც სახელი ლათინური სიტყვის flamenco წყალობით შეიძინა, რაც თარგმანში "ცეცხლს" ნიშნავს, მეცნიერების მტკიცებით ჩიტების უძველეს ოჯახს მიეკუთვნება, რასაც ბრიტანეთში აღმოჩენილი, 30 მლნ. წლით დათარიღებული უძველესი ნამარხიც ადასტურებს. სამწუხაროდ, ნისლიან ალბიონზე ფრინველის ნახვა უკვე შეუძლებელია, რადგან მართალია, ფლამინგო საკმაოდ ინტენსიურად მრავლდება, მაგრამ გადაშენების საფრთხეს მაინც ვერ გადაურჩა, რაც პირველ რიგში მისი ორფეხა მეზობლის დამსახურებაა, რომელიც ეგზოტიკურ ფრინველზე პირველ რიგში მისი ბუმბულის ხელში ჩასაგდებად ნადირობს, თუმცა არც საკვებად გამოყენებაზე ამბობს უარს. ფლამინგოსებრთა ოჯახი, რომელიც 2-კილოგრამიანი მინიატურული და ყველაზე გავრცელებული - ჩვეულებრივი, იგივე ვარდისფერი ფლამინგოს ჩათვლით, მხოლოდ 4 სახეობას აერთიანებს, მეტწილად აფრიკის და აზიის, ცენტრალური ამერიკის და სამხრეთ ევროპის ტროპიკულ და სუბტროპიკულ რეგიონებში ბინადრობს.