ცნობილი სერიალი ABC-ზე მე-19 სეზონით დაბრუნდება — სავარაუდოდ, 2022-2023 სატელევიზიო სეზონზე. ელენ პომპეომ, რომელიც სერიალის მთავარი გმირის, მერედით გრეის როლს ასრულებს, სერიალის გასაგრძელებლად ერთწლიან კონტრაქტს ხელი მოაწერა. საინტერესოა ისიც, რომ პომპეო ერთ-ერთი პროდიუსერიდან აღმასრულებელი პროდიუსერის რანგამდე დაწინაურდა.
ABC-ის არც ამჯერად განუცხადებია იქნება თუ არა ეს სერიალის ბოლო სეზონი.
პომპეო, რომელიც ბოლო წლებში ღიად ამბობდა, რომ სერიალის დასრულება სურდა, შარშან გაზაფხულზე მე-18 სეზონის გადაღებას დათანხმდა. მას შემდეგ, წინა თვეშიც, მსახიობმა და პროდიუსერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი აზრით გრეის ანატომიის დამთავრების დრო იყო.
თუმცა, ეკრანზე ხანგრძლივი ყოფნის მიუხედავად, გრეის ანატომია თვრამეტი სეზონის შემდეგაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე ყურებად სერიალად და ყველაზე პოპულარულ სამედიცინო დრამად.
არსებობის განმავლობაში სერიალმა უამრავი ჯილდო და ნომინაცია მიიღო, მათ შორის ოქროს გლობუსი საუკეთესო სატელევიზიო შოუსთვის.