ამერიკის ხმისჩამწერი აკადემიის მიერ ნომინანტების შერჩევის პროცესი იცვლება. გრემის ძირითად კატეგორიებში მუსიკოსები, არა ანონიმური კომიტეტების მხრიდან დასახელებით, არამედ აკადემიის წევრთა ხმათა უმრავლესობით მოხვდებიან. ეს ეხება საუკეთესო ალბომის, ჩანაწერის, სიმღერისა და ახალბედა არტისტის ნომინაციებს.განსაკუთრებული ხმაური გამოწვია რიგით 63-ე დაჯილდოებაზე პოპულარული კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის ნომინაციის გარეშე დატოვებამ. მას შემდეგ, რაც გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ალბომი After Hours და ჩარტების ლიდერი სინგლი Blinding Lights გრემიზე არც ერთ კატეგორიაში არ დაასახელეს, “იმის მიუხედავად, რომ ჩემს მუსიკას მაინც არ წარვადგენ, იმედი მაქვს, რომ გრემის მიერ კორუფციის აღიარება პოზიტიური ნაბიჯი იქნება ამ ჭირიანი დაჯილდოების მომავლისთვის და ხმის მიცემის გამჭვირვალე პროცესით არტისტები დამსახურებულ პატივისცემას მიიღებენ", - განუცხადა არტისტმა გაზეთ New York Times-ს.ამასთან, ხმის ჩამწერმა აკადემიამ დაჯილდოებას ორი ახალი კატეგორია, საუკეთესო უცხოური შესრულება და საუკეთესო ლათინური ურბანული ალბომი დაამატა. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა.