შვედი აქტივისტის გრეტა თუნბერგის განცხადებით, ხეების დარგვა საკმარისი არ არის კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლისთვის. ასე გამოეხმაურა აქტივისტი გოგონა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაპირებას, რომ ის ხეებს დარგავდა, "ჩვენი სახლი იწვის. თქვენი უმოქმედობა ცეცხლის ალს უფრო ამძაფრებს", - განაცხადა გრეტა თუნბერგმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ შეუერთდება ინიციატივას ტრილიონი ხის დარგვის შესახებ, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ნავთობისა და გაზის მოპოვებას ეკონომიკური მნიშვნელობა აქვს. ხოლო კლიმატის აქტივისტებს პესიმისტები და სიკვდილის მაუწყებლები უწოდა.